ვაჟა სირაძე

საზოგადოება 1714755482

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დააკავეს

სასტუმრო „პარაგრაფთან", სადაც აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, აქციის მონაწილემ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.„პოლიციელებს შეაგინეს და ამიტომ დავაკავეთ. ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე. მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან" აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.

ვაჟა სირაძე

საზოგადოება 1714753841

„გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი“ - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, როგორ გაუშვეს აქციის მონაწილეებმა "გარკვეული სახის გაზი". მისი თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი.ეს განცხადება მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - "პოლიციელებს რატომ ეკეთათ ნიღბები"."ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ხოლმე ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს, ასევე უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ყველაფერი საჯაროვდება. აკრძალული არ არის ნიღბის გაკეთება." - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აქცია

პოლიტიკა 1714674900

აქციის მონაწილეების მსვლელობა თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მიმართულებით იწყება

აქციის მონაწილეების უახლესი საათების გეგმა ცნობილია - მსვლელობა თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მიმართულებით იწყება, კერძოდ კი: ვაკე-საბურთალო, ვაჟა-ფშაველა, ჭავჭავაძის გამზირი და საბოლოო წერტილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.ამასთან, პარლამენტის წინ ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ დიდი საპროტესტო აქცია 11 მაისს ჩაინიშნა.

აქცია

პოლიტიკა 1714645560

VIDEO: ხელისუფლება ოპონენტებს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს

პირველ მაისს, მთელი ღამის განმავლობაში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.დემონსტრანტებმა, თავდაპირველად, ჭიშკრის დაზიანება სცადეს, მოგვიანებით კი, უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ - ჩაამტვრიეს პარლამენტის შენობის მინები.აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ნაგვის ურნები და სხვადასხვა სახის ნივთი მიიტანეს - ააგეს ბარიკადები, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ისროდნენ ქვებს, ჯოხებს და ბოთლებს.პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.იყო ქუჩაში დამაგრებული სათვალთვალო კამერის მოხსნის მცდელობა. დემონსტრანტებმა დაანთეს კოცონიც.პარლამენტში გამოცხადდა უსაფრთხოების წითელი დონე. დღეს, 2 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართა.ახლა, საკანონმდებლო ორგანოში ყვითელი დონეა ამოქმედებული, რა დროსაც, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. შენობაში მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იყენებდნენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებს, რაც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება.საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ იქ შეკრებილები პოლიციელებზე ძალადობდნენ.„ადამიანები პოლიციელებზე ძალადობდნენ, შენობას ცეცხლს უკიდებდნენ, ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი იყო, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ყველა სამართალდარღვევას. არაერთხელ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს არ გაცდენილიყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში და არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, აგრძელებდა შეურაცხყოფას. ჩვენი მიზანი არის, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, მათ არავინ მისდევს და არ ავიწროებს. უბრალოდ, ვუხსნით, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ. პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, რაოდენობა არაა ის, რომ ხელოვნურად გზა დაკეტონ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.აქციის მონაწილეებმა ღამით, ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.შეკრებილები სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს ისვოდნენ პარლამენტის ეზოში, სადაც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი.გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. „წუხანდელი ფაქტები ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება გამოეყონ აღნიშნულ მოვლენებს. რაც ხდებოდა, მათი პატრონების მიერ იყო დაგეგმილი. გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ - ვანდალიზმი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვერ წარმომიდგენია როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო. თუმცა, ცხადია, ყველა ასეთ დანაშაულს გაეცემა შესაბამისი პასუხის კანონის ფარგლებში.ყველაფერი არის იგივე, როდესაც ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა აკერმანის წიგნის საშუალებით. მე გაჩვენებთ ფოტოს, სადაც სიძე-დედოფალი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ეს არის კიევი, მაიდნის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტო ვითომ ქორწილის ამსახველი. ალბათ, გახსოვთ კადრები, რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი აქციაზე მივიდა. ეს არის იგივე მეთოდები. ისევ იქ არიან ჩარჩენილი და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა გაჰყვეს, გზა ხსნილია“, - განაცხადა თბილისის მერმა.1-2 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. უწყებაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა. 

ვაჟა სირაძე

საზოგადოება 1714623410

მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში და, არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებდა პოლიციელების შეურაცხყოფას - ვაჟა სირაძე

აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე მყოფ დემონსტრანტებს მიმართა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისგან.პოლიციის მაღალჩინოსანმა ასევე შეახსენა აქციის მონაწილეებს, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვა მშვიდად შეუძლიათ და მათ ხელს არავინ შეუშლის. ვაჟა სირაძის ამ კომენტარის გაკეთების დროს, სამართალდამცველებთან აქციის რამდენიმე მონაწილე მივიდა. მათპოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ორი მათგანი დააკავეს."მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში, და არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, აგრძელებდა შეურაცხყოფას პოლიციელების. ჩვენი მიზანი არის პოლიციელების, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ არ მისდევს და არ ავიწროებს. უბრალოდ ვუხსნით, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ. პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, რაოდენობა არაა ის, რომ ხელოვნურად გზა დაკეტონ,“ - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

წყალი

დედაქალაქი 1714593132

წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკის რაიონში, პაბლო პიკასოს ქუჩის N 4 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01/05 23:00-დან 02/05 08:00- აათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: პეტრე ქავთარაძის N32-42; 21-27; ნუცუბიძის 131-179; 80-86; მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის 8ა,9,10,11,12,13, 14,15, 16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. 75,77,79 ვაჟა-ფშაველას N72-80(ლუწები); თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპუსს, ჟღენტის N 2, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას და ბაგების საერთო საცხოვრებელს. ნაძალადევის რაიონში. ცისარტყელას ქუჩის N 2 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01/05 23:00-დან 02/05 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:გურამიშვილის გამზირის N1- N 27(კენტები), N 2- N 30(ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323(კენტები), N 18- N 160(ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, საყვირის, ლომთათიზის, ჭოპორტის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას,მახალდიანის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის და დეპოს ქუჩებს.სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქ.N54-თან,  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18:45-დან 5/2 09:00-მდე.წყლამომარგება შეუწყდება:ნაკადულის ქუჩას და წმ. ბარბარეს უბანს. გლდანის რაიონი, მუხიანი 2, გოგნის ქუჩაზე  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:45-დან 23:00-მდე წყლამომარგება შეუწყდება:გოგნის ქუჩა, სამეგრელო ქუჩა, მუხის ქუჩა, გრემის ქუჩა, იაკობის ქუჩას.მთაწმინდის რაიონი,წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად სოფ. ტაბახმელა, მაყაშვილის ქუჩის N 16 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 30/04-ის 23:00-ზე. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:სოფ. ტაბახმელას (სრულად). წავკისი - გორგასალი, მარიჯანი, სულხანსაბა, ჯაფარიძე.  შინდისი - ჭონქაძე სრულად,, ფარნავაზ მეფე, დიდგორის ქუჩებსაღნიშნულ გამორთვას დამატა: დაბა შინდისი (სრულად).წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 02/05/2024 02:00-მდე.გლდანის რაიონი,წყალმომარაგება შეგიწყდათ ავარიულად, მუხიანის 4ბ მ/რ N42 -თან სატუმბო სადგურში დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღგება 23:00 საათზე  შეუწყდება:მუხიანის 4ბ მ/რ  38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45 კორპუსებს.

აქცია 1 მაისი

პოლიტიკა 1714577858

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქტივისტების გაყვანა დაიწყეს - ადგილზე იმყოფება ვაჟა სირაძე

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქტივისტების გაყვანა დაიწყეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძეც. პარალელურად, აქციის მონაწილეები სკანდირებენ. პოლიცია ცდილობს მომიტინგეები უკან დახიოს.დემონსტრანტებისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აძლევს პოლიცია მათ ადგილზე პროტესტის შესაძლებლობას. პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი სრულად დაიკავა და მომიტინგეების ნაწილი უკვე ჭიჭინაძის ქუჩაზეა გადაყვანილი. პოლიცია ცდილობს აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება არ მოახდინონ.ცნობისთვის, მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა აკრძალულია.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

სპორტი 1714482528

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა არაერთი მედალი  მოუტანეს საქართველოს.აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა  ნამდვილი მედლების წვიმა მოაწყვეს  ევროპის ჩემპიონები გახდნენ  ტატო გრიგალაშვილი (მესამედ) და ვაჟა მარგველაშვილი (მეორედ). ვერცხლის მედალს  დაეუფლა გურამ თუშშვილი, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანა მოიპოვეს. ჯამურად საქართველოს  ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა  ყველა იმ წონაში აიღო მედალი, რომელშიც წარმომადგენელი ჰყავდა.

წყალი

საზოგადოება 1714367804

წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდებავაკის რაიონში, პაბლო პიკასოს ქ.N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  29/04 00:15-დან 29/04 08:00-მდე.წყლამომარგება შეუწყდება:პეტრე ქავთარაძის N32-42; 21-27; ნუცუბიძის 131-179; 80-86; მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის 8ა,9,10,11,12,13, 14,15, 16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. 75,77,79 ვაჟა-ფშაველას N72-80(ლუწები); თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპუსს, ჟღენტის N 2, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას და ბაგების საერთო საცხოვრებელს.სამგორის რაიონში, ქებურიას ქუჩის N5 თან,  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 28/04 20:30-დან 29/04 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნინა ხუბულავას, ქებურიას დასახლებას (ქვემო ალექსეევკის დასახლებას), რევაზ ბედიას, იგოთის და იაკობ ხვედელიანის ქუჩებს. სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის N38 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 28/04 19:20-დან 29/04 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩის (ჩიხებით და შესახვევებით).ვაკის რაიონში, კალისტრატე ქუთათელაძის N5 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  28/04 18:00-დან 29/04 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კალისტრატე ქუთათელაძის N5.

შუქი

საზოგადოება 1714337640

თბილისში შუქი 6 რაიონში გაითიშება - ნახეთ აღდგენის დრო

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, დემნა შენგელაიას, ხერგიანის, ხიმშიაშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას და მამკოდის ქუჩების მოსახლეობას.„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოებისდასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“

შუქი

დედაქალაქი 1714243990

„თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, დემნა შენგელაიას, ხერგიანის, ხიმშიაშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას და მამკოდის  ქუჩების მოსახლეობას. 

ილია სულამანიძე

სპორტი 1714235557

ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო. ტურნირის ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ვიხილავთ – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება.ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.